воскресенье, 16 июня 2019 г.
კონსტამონიტუს მონასტერი მოიხსენიება XI საუკუნიდან. იგი მდებარეობს ულამაზეს ადგილზე შუა ტყეში.
მონასტერში ინახება VIII საუკუნის სასწაულმოქმედი ხატები: წამებული სტეფანესი და ღვთისმშობლისა, რომელიც გაურკვეველი გზით მოხვდა იერუსალიმიდან ამ მონასტერში.
აქ ცხოვრობს 35 ბერი და მონასტერი მეოცე ასდგილზეა იერარქიაში.
წმინდა პანტელეიმონის (როსიკონის) მონასტერი ხშირად რუსების მონასტრადაც მოიხსენიება. აგებულია XIII საუკუნეში. მისი სატრაპეზო ყველაზე დიდია 800 კაცს იტევს. მონასტრის სამრეკლოზე ჰკიდია რუსული ზარები, მის მარცხნივ არის წმინდა წყლის ფიალა.
მონასტრის საგანძურში ინახება წმინდა პანტელეიმონის, იერუსალიმის ღვთისმშობლისა და წმინდა ალექსანდრეს მოზაიკური ხატები. ამასთან ერთად საინტერესო
ჯვრები, მედალიონები და ეკლესიური ჭურჭელი. მისი ბიბლიოთეკა მოიცავს როგორც ბერძნულ, ისე სლავურ ხელნაწერებს.
პანტელეიმონის მონასტერში ცხოვრობს
30 ბერი და მათგან მხოლოდ ერთია ბერძენი. მონასტერი ათონის იერარქიაში მეცხრამეტე
ადგილზეა.
ესფიგმენუს მონასტერი ყველაზე მყუდრო ადგილზე მდებარეობს.
იგი ხილანდარის მონასტრის ნავსადგურთანაა ახლოს და XI საუკუნეშია
აგებული. მონასტერი სამ ბორცვს შორისაა აგებული. დიდი ხნის წინ მას დასცემია მთიდან მოწყვეტილი კლდე, რის შემდეგაც მონასტერს გარკვეული ზარალი განუცდია.
მონასტერში
ინახება ხის ხატები, ნაპოლეონის კარვის ტილოს ნაჭერი, ბიზანტიური მოზაიკის ხატი_ქრისტეს გამოსახულებით. ბიბლიოთეკა მოიცავს
372 ხელნაწერს. მონასტრის ეზოში აშენებულია
წმინდა წყლის გუმბათიანი ფიალი. დღეს მონასტერში ცხოვრობს 65 ბერი და იგი მეთვრამეტე ადგილზეა იერარქიაში.
წმინდა გრიგოლის მონასტერი მდებარეობს ათონის ნახევარკუნძულზე, ზღვისპირა კლდის დასავლეთ მხარეს. მონასტერი აშენდა XIV საუკუნეში_სინას მთიდან ჩამოსული ბერი გრიგოლის მიერ.
ეს მონასტერი ყველაზე მომცროა დანარჩენ ოც მონასტერს შორის, აქვს კოშკი ოთხსართულიანი სახლის სიმაღლისა, ოთხი სამლოცველოთი, სატრაპეზოთი, სათავსოებითა და 80 კელიით გარშემორტყმული.
მონასტერში
შემონახულია ხელოვნების შესანიშნავი ნიმუშები, რეგალიები, ფრესკები საინტერესო ესკიზებით…. . .
მონასტრის ბიბლიოთეკაში საგანგებოდ დაცულია მღვდელ გერმას მიერ შესრულებული ხელნაწერი, რომლის სამი ფურცელი მოუპარავთ.
წმ. გრიგოლის მონასტერი მეჩვიდმეტე ადგილზეა და დღეს იქ 70 ბერი ცხოვრობს.
გრიგოლის მონასტერში დაცულია დიდი ზომის აბრეშუმის ნაჭერზე ოქროსი და ვერცხლის ძაფებით მოქარგული წმინდა საყდრის კანკელის მორთულობა, რომელზეც გამოსახულია მაცხოვრის დატირება.
ლიტურგიული ქმნილება შესრულებულია XVI საუკუნეში. წმინდა მსახურები მას ხშირად მოსაცმელად ან სხვა საეკლესიო დანიშნულებით იყენებდნენ.
ქსეროპოტამუ (ქსენოფონტეს) მონასტერი დგას ზღვის ამაღლებაზე.
იგი აგებულია X ს-ში ქსენოფონტეს მიერ.
მონასტერში
განთავსებულია სამლოცველობი, კელიები, რომელშიც სატრაპეზო, ლაზარეთი, წმინდა წყლის ფიალა, ბიბლიოთეკა, რომელშიც დაცულია
600 ხელნაწერი, აქ ინახება უძველესი თურქული წიგნები.
ათონის იერარქიაში ქსენაფონტეს მონასტერი მე-16 ადგილზეა, დღეს იქ ცხოვრობს 60 ბერი.
მონასტრის ძველებური რეგალიებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს XIII ს-ში შექმნილი მოზაიკური ხატები .
ხელოვნების უძველეს ნიმუშს წარმოადგენს XII ს-ის ქვაში გამოკვეთილი გამოკვეთილი რელიეფური ხატი, რომელიც ხეშია ჩასმული .
სტავრონიკიტუს მონასტერი
დგას ზღვის ბორცვის აივანზე, ივერიისა და პანტოკრატოროსის მონასტრებს შორის. მონასტერი აშენდა XI საუკუნეში.
მონასტრის ზედა სართულის კედლების მოხატულობა XII-XIII საუკუნეებს განეკუთვნება. მონასტრის უდიდეს სიმდიდრეს წარმოადგენს წმინდა ნიკოლოზის ხატი, რომელიც შესრულებულია მოზაიკით.
სტავრონიკიტას მონასტრის უკანა მხარეს აგებულია ციხე კოშკი, სათოფურებით, დონჟონით-
მთავარი კოშკითა და კაპელათი ( არქიტექტურაში - პატარა სამლოცველო).
მონასტერი იერარქიაში მე-15 დგილზეა და დღეისათვის იქ ცხოვრობს 50 ბერი.
Подписаться на:
Сообщения (Atom)
მამა მელქისედეკის ვიზიტი ათონის წმინდა მთაზე , მოსალოცად იყო მამა მელქისედეკი ( ხვედელიძე ), რომელმაც თავისი ხ...
-
მამა მელქისედეკის ვიზიტი ათონის წმინდა მთაზე , მოსალოცად იყო მამა მელქისედეკი ( ხვედელიძე ), რომელმაც თავისი ხ...
-
კონსტამონიტუს მონასტერი მოიხსენიება XI საუკუნიდან . იგი მდებარეობს ულამაზეს ადგილზე შუა ტყეში . მონა...
-
წმინდა გრიგოლის მონასტერი მდებარეობს ათონის ნახევარკუნძულზე , ზღვისპირა კლდის დასავლეთ მხარეს . მონასტერი აშენდა XIV სა...

















