воскресенье, 16 июня 2019 г.


  პანტოკრატოროსის  
    
          მონასტერი მდებარეობს ზღვის სანაპიროზე და არის ულამაზესი ხედებით გარშემორტყმული. მონასტრის ტერიტორიაზე, XIV ს-ში,  პირველები დასახლდნენ ბერები_ – იოანე და ალექსი, რომლებმაც ბიზანტიის იმპერატორ იოანე V პალეოლოგის დახმარებით დაიწყეს მონასტრის მშენებლობა.


         სხვა ძვირფასეულობასთან ერთად პანტოკრატოროსის მონასტერში ინახება წმინდა ტანისამოსი, საეკლესიო ჭურჭელი, ჯვრები და მედალიონები, რომელთაც მაღალი მხატვრული ღირებულება აქვთ. 


        მონასტერში საგანგებოდაა დაცული უძველესი ხატები, მათგან ერთ-ერთი ორმხრივადაა დაწერილი, ერთი მხრიდან გამოსახულია ღვთისმშობელი,  მეორე მხრიდან კი - მაცხოვარი. 

 ბიბლიოთეკაში ინახება 350 ხელნაწერი, 68 მათგანი პერგამენტულია, აქედან ორი ილუსტრირებული.


      პანტოკრატოროსის მონასტერი რიგით მეშვიდეა ათონის მთის იერარქიაში  და იქ 90 ბერი ცხოვრობს. 


Комментариев нет:

Отправить комментарий

    მამა   მელქისედეკის  ვიზიტი     ათონის წმინდა მთაზე , მოსალოცად იყო მამა მელქისედეკი ( ხვედელიძე ), რომელმაც თავისი ხ...