воскресенье, 16 июня 2019 г.

ვათოპედის მონასტერი 

       ზღვას დაჰყურებს. იგი დაახლოებით 972_985 წლებში დააარსა სამმა მდიდარმა

ადამიანმა_ათანასემ, ნიკოლმა და ანტონმა. ვათოპედი ათონის მთის იერარქიაში დღემდე მეორე 

ადგილს იკავებს.




                  XII_XIII საუკუნეების ყველაზე პატივცემული სერბი წმინდანები საბა და სვიმეონი ვათოპედის ბერები იყვნენ. X საუკუნეში აშენდა მონასტრის მთავარი ტაძარი_ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობისა. ვათოპედს აქვს 12 ტაძარი შიგნით და 19_გარეთმონასტრის სამრეკლო 1427 წელს აიგო და ითვლება წმინდა მთის უძველეს სამრეკლოდ.




        ვათოპედის მონასტრის საგანძურში დაცულია ღვთისმშობლის სარტყელი. აქ ინახება უამრავი მშვენიერი ტანსაცმელი, წმინდა ჭურჭელი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატები. მონასტრის კედლებზე მოხატული საინტერესო ფრესკები სხვადასხვა საუკუნეებშია შექმნილი.                                                             
 ულამაზესია  ვათოპედის მონასტრის სატრაპეზო. შიდა კედლები  მოხატულია ფრესკებით. ჭერი ნაწილობრივ მოზაიკურია გეომრიული ფიგურებით. სანთლის შუქზე აკიაფებული მოზაიკების ედაპირთა ელვარება უდაოდ საზეიმო და ამაღლებულ განწყობას შექმნის  სატრაპეზოში ქვაფენილის იატაკზე განთავსებულია მოჩუქურთმებული ქვის მაგიდები და სკამები. ვათოპედის მონასტრის შემადგენლობაშია 24 კელია, წმინდა დიმიტრისა და წმინდა ანდრია პირველწოდებული სკიტები. ამჟამად მსახურობს 50 ბერი, ყველა მათგანი კვიპროსელია.

Комментариев нет:

Отправить комментарий

    მამა   მელქისედეკის  ვიზიტი     ათონის წმინდა მთაზე , მოსალოცად იყო მამა მელქისედეკი ( ხვედელიძე ), რომელმაც თავისი ხ...