ათონის ივერთა მონასტერი
აიგო 980-983წ-ში ტაო-კლარჯეთის სავანეთა მოღვაწეების მიერ. მონასტრის დამაარსებელია იოანე ათონელი, ხოლო ორგანიზატორი-მისი შვილი, ექვთიმე ათონელი, შემდეგ კი, გიორგი მთაწმინდელი.
ბარდა სკლიაროსის ლაშქრის დამარცხების შემდეგ,
(975 წ.) თორნიკე ერისთავმა ხელთ იგდო დიდძალი ნადავლი, რომელიც ათონის ივერთა მონასტრის მშენებლობას მოახმარა. მონასტრის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში მრავალი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობა შედიოდა. მათ შორის ,,დიდი ეკლესია:
- გუმბათოვანი ტაძარი, რაც საუკუნეთა მანძილზე მრავალჯერ გადაკეთდა და დღესაც არსებობს.
ივერთა მონასტერი ქართველთა სულიერი კულტურის მძლავრი კერა გახდა. ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების ხელმძღვანელობით X-XI სს-ში ათონზე გაჩაღდა კულტურულ-შემოქმედებითი საქმიანობა.
XIII საუკუნიდან ბერძნებმა თანდათან ხელთ იგდეს სავანე, ხოლო XIX ს-ში მთლიანად დაეპატრონენ მას, თუმცა ქართველი ბერები იქ შემდეგაც აგრძელებდნენ მოღვაწეობას. მონასტერმა საუკუნეების მანძილზე არაერთხელ იცვალა იერი. იგი აგებულია ბიზანტიურ სტილში, შედგება 16
შიდა და 10 გარე ტაძრისაგან, აქვს 37 კელია, მონასტრის ფრესკები დაწერილია სხვადასხვა საუკუნეებში, ზოგიერთ მათგანს ზემოდან აქვს გადახატული ახალი ფრესკა.
პირველადი ტაძრიდან შემონახულია მარმარილოს შესანიშნავი ფილა გეომეტრიული ფიგურებითა და წარწერით:
,,მე ავაგე სვეტები ამ მონასტრისა და საუკუნეების განმავ-ლობაში ნურავინ დასძრავს მას, გიორგი ათონელი, იბერიელი ქტიტორი“
მართლაც... დღესაც ამააყად უდგას მონასტერს ბურჯებად ღირსი მამის მიერ აგებული სვეტები, რომელთაც არც მხატვრული ღირებულება დაუკარგავთ,
სვეტის თავს ამშვენებს მოჩუქურთმებული ორდერები.

ივერიის მონასტრის საუნჯეთა შორის დღესაც ინახება უნიკალური ,,ლიმონის ხე“. ეს არის შვიდტოტა შანდალი 30 მოოქროვილი ლიმონითა და 7 სასანთლეთი. შანდალი 1818 წ. უჩუქებიათ მოსკოველ მონარქებს მონასტრისათვის. აქვე შემონახულია უძველესი სახარება. ტაძრის ბიბლიოთეკაში ინახება 2000-ზე მეტი ხელნაწერი, 15 ლიტურგიკული გრაგნილი და 2000-ზე მეტი წიგნი.
ივერთა მონასტერში შემონახული სახარების პერანგი წარმოადგენს ფასდაუდებელ ჭედურობის შედევრს, რომელიც შემკულია ძვირფასი ქვებით. მონასტერში დაცულია პატრიარქ დიონისე
IV-ის სამოსი, წმინდა ჭურჭელი, ნაქარგები და აგრეთვე 150 წმინდანის ნაწილები. დღეისათვის ივერიის მონასტერში
30-მდე ბერია.
ვიდრე ამ სავანეში იხილვება ჩემი ხატი, არ მოგაკლდებათ ჩემი ძის მადლი და წყალობა მფარველი ათონის მთისა და სრულიად ი ვ ე რ ი ა ს.
ივერიის ღვთისმშობლის ხატი თავდაპირველად ერთ ქვრივ დედაკაცს ეკუთვნოდა. ხატმებრძოლეობის ხანაში ერთი მწვალებელი სახლში შეუვარდა მორწმუნე ქალს და ხატს მახვილი სცა. მოხდა სასწაული: ხატიდან სისხლმა იწყო დენა. მტრის განშორებისთანავე ხატი ზღვის ნაპირას მიიყვანა და სიწმინდე ზღვაში ჩაუშვა. გავიდა ხანი. ხატი ათონის მთის ნაპირთან მიცურდა. მას ნათლის სვეტი ედგა თავზე. ბერებმა მისი ნაპირზე გამობრძანება მოინდომეს, მაგრამ ამაოდ. ხატი უკანვე, ზღვაში ბრუნდებოდა. ღვთისმშობელმა ბერებს გამოუცხადა,
რომ მიწაზე გადმოსვლა განმარტოებით მცხოვრები ქართველი ბერის, გაბრიელის ხელით სურდა. გაბრიელმა ხატი დიდი ლოცვითა და პატივით დაასვენა ივერთა-ქართველთა მონასტერში. დილით ხატი ეკლესიის კარიბჭეში აღმოაჩინეს და ისევ დააბრუნეს ტაძარში, მაგრამ სასწაული რამდანჯერმე განმეორდა. ღვთისმშობელმა გაბრიელს აუწყა, რომ იქ, კართან სურდა დარჩენა, რათა მონასტრის მცველი და მფარველი ყოფილიყო.
ხატს ,,პორტაიტისა“, ანუ კარის, კარიბჭის ღვთისმშობელი უწოდეს. იგი დღემდე ახდენს სასწაულებს.









ძალიან საინტერესო და სხვადასხვა საგანში გამოსაყენებელი მასალებია.მადლობა ინფორმირებისთვის!
ОтветитьУдалить