წმინდა პავლეს მონასტერი მდებარეობს დიდ მღვიმეში ათონის დასავლეთ ფერდობზე. მონასტერი აიგო
VIII-IX საუკუნებში. იგი ათონის ოც მონასტერს შორის მეთოთხმეტე
ადგილზეა.
წმინდა პავლეს მონასტერში ინახება ხელოვნების საინტრესო ნიმუში, XIII საუკუნეში შესრულებული ეკლესიის ფორმის მოოქროვილი ზარდახშა. დიდებული ოსტატობით შესრულებულ ჭედურობაზე იკითხება წმინდანთა სახეები და ორნამენტული ჩუქურთმები, რომელიც დღესაც არ კარგავს ძველ იერსახესა და ელვარებას.
მონასტერში ინახება დიდი ხის ჯვარი, რომელიც დამშვენებულია საინტერესო
მინიატურებით. დიდი ოსტატობითაა შესრულებული მონასტერში დაბრძანებული ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის ხატები.


Комментариев нет:
Отправить комментарий