воскресенье, 16 июня 2019 г.


 კარაკალუს მონასტერი 

            განთავსებულია დიდი ლავრისა და ივერიის მონასტრებს შორის დახრილ ფერდობზე, საიდანაც იშლება ზღვის ხედი. ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან აღმართულია ულამაზესი და არქიტექტურული თვალსაზრისით მეტად საინტერესო კოშკი, რომელიც დღემდე კარგ მდგომარეობაშია.



   მონასტერში ბევრი ძვირფასი ხატია შემონახული. მათ შორის ყველაზე საინტერესოა 1640 წელს შექმნილი პეტრესა და პავლეს ხატი. პირველ სართულზე განთავსებულია ბიბლიოთეკა, სადაც დაცულია 279 ხელნაწერი, 40 მათგანი დაწერილია პერგამენტზე, დანარჩენი კი _ ქაღალდზე. მონასტრის არქივში ინახება საინტერესო დოკუმენტაცია. დღეს იქ ცხოვრობს 30 ბერი და მონასტერი იერარქიაში მეთერთმეტე ადგილზეა ათონის ოც მონასტერს შორის.

Комментариев нет:

Отправить комментарий

    მამა   მელქისედეკის  ვიზიტი     ათონის წმინდა მთაზე , მოსალოცად იყო მამა მელქისედეკი ( ხვედელიძე ), რომელმაც თავისი ხ...