воскресенье, 16 июня 2019 г.


       წმინდა გრიგოლის მონასტერი მდებარეობს ათონის ნახევარკუნძულზე, ზღვისპირა კლდის დასავლეთ მხარეს. მონასტერი აშენდა XIV საუკუნეში_სინას მთიდან ჩამოსული ბერი გრიგოლის მიერ.



ეს მონასტერი ყველაზე მომცროა დანარჩენ ოც მონასტერს შორის, აქვს კოშკი ოთხსართულიანი სახლის სიმაღლისა, ოთხი სამლოცველოთი, სატრაპეზოთი, სათავსოებითა და 80 კელიით გარშემორტყმული.

         მონასტერში შემონახულია ხელოვნების შესანიშნავი ნიმუშები, რეგალიები, ფრესკები საინტერესო ესკიზებით…. . .
       მონასტრის ბიბლიოთეკაში   საგანგებოდ დაცულია მღვდელ გერმას მიერ შესრულებული ხელნაწერი, რომლის სამი ფურცელი მოუპარავთ.
           წმ. გრიგოლის მონასტერი მეჩვიდმეტე ადგილზეა და დღეს იქ 70 ბერი ცხოვრობს.              

                 
 გრიგოლის მონასტერში დაცულია დიდი ზომის აბრეშუმის ნაჭერზე ოქროსი და ვერცხლის     ძაფებით მოქარგული წმინდა საყდრის კანკელის მორთულობარომელზეც გამოსახულია მაცხოვრის დატირება.
   ლიტურგიული ქმნილება შესრულებულია XVI საუკუნეშიწმინდა მსახურები მას ხშირად მოსაცმელად ან სხვა საეკლესიო დანიშნულებით იყენებდნენ.





        
       

Комментариев нет:

Отправить комментарий

    მამა   მელქისედეკის  ვიზიტი     ათონის წმინდა მთაზე , მოსალოცად იყო მამა მელქისედეკი ( ხვედელიძე ), რომელმაც თავისი ხ...