კარაიასი (კარეია)
ათონის მთაზე არის პატარა ქალაქი-კარეია, მთლიანი მონაზონური სახელმწიფოს დედაქალაქი. .მისი მეორე სახელწოდებაა პროტა. სახელი პროტა არსებობდა ჯერ კიდევ VIII-Xს.ს-დან. არჩეულ პროტს უარი უნდა ეთქვა ყველა სხვა სახის მოვალეობაზე. მისი რეზიდენცია მდებარეობდა კარაიასის მონასტერში და იქ უნდა ყოფილიყო სიკვდილის ბოლომდე. პროტის ძალაუფლება შემცირდა XIს-ში, მას შემდეგ რაც გაიზარდა ბერების რიცხვი უდიდესი ლავრის, ვათოპედისა და ივერიის მონასტრებში. პროტის მთავარ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ,,ღირსეულ არს“ (Xს). მონასტრის ბიბლიოთეკაში დაცულია 117 ხელნაწერი, 50-მდე პერგამენტი, უამრავი ნაბეჭდი წიგნი და წმინდა მთის პირველი მცნება, რომელსაც დაარქვეს სახელი ,,ტრაგოს“ (თხა), რადგან იგი დაწერილია თხის ტყავზე.


Комментариев нет:
Отправить комментарий