ხილანდარის მონასტერი - ბერძნული წარმოშობისაა(Xს).
მდებარეობს ზღვის სანაპიროზე ლამაზი პეიზაჟით გარშემორტყმული. სადაც ბერძნებთან ერთად მოღვაწეობდნენ სერბი მამებიც. დღემდე ეს მონასტერი ითვლება სერბების სულიერ ცენტრად. Aაქ დაიწერა ბევრი წიგნი, რომელიც ემსახურება სერბი ხალხის სულიერ ამაღლებას.
სერბი მმართველებისაგან ამ მონასტერმა მიიღო უთვალავი სიმდიდრე. ხანძრის შემდეგ განადგურებულ მონასტერს დახმარება აღმოუჩინა სერბეთის მეფემ ალექსანდრე I-მა. მონასტერს აქვს ძლიერი საყრდენი კედლები. მონასტრის კედლებზე შესრულებული ფრესკები მიეკუთვნება 1319-1320 წლებს.
ხილანდარში 13 სამლოცველო და 15 კელიაა. მონასტერში რუდუნებით ინახება პალესტინიდან ჩამოტანილი ღვთისმშობლის მოზაიკური ხატი.
ხილანდარის
მონასტერში შემონახულია XIII საუკუნეშ შესრულებული ქრისტეს ხატი, რომელიც შემკულია ძვირფასი ქვებით. ამასთან ერთად მონასტერში დაცულია უამრავი ფერწერული ტილო და მდიდარი ბიბლიოთეკა.
ხილანდარის მონასტრისაკენ მიმავალ გზაზე აღმართულია მამა მილუტინის კოშკი.
ხილანდარის მონასტერში დღეისათვის ცხოვრობს
60 სერბი ბერი. მონასტერი წმინდა მთის იერარქიაში მეოთხე ადგილზეა.





Комментариев нет:
Отправить комментарий