ზოგრაფეს მონასტერი
ისე დგას მთაზე, რომ სანაპიროდან შეუმჩნეველია. იგი კარაიასიდან სამი საათის სავალზეა. მონასტერი წმინდა გიორგის სახელობისაა და დაარსდა X საუკუნში სამი ბერის: მაისეის, აარონისა და იოანეს მიერ, ისინი ძმები იყვნენ.
მონასტერში
ცხოვრობდნენ ბულგარელი, სერბი და ბერძენი ბერები. მონასტრის ტერიტორიაზე 16 სამლოცველო და მრავალი კელიაა.
მონასტერში
ინახება უამრავი წმინდა ხატი და რელიქვია. მისი ბიბლიოთეკა
ითვლის 388 სლოვენიურ ხელნაწერს, 26 მათგანი შესრულებულია პერგამენტზე.
დღეს მონასტერში ცხოვრობს მხოლოდ ათი ბერი. ზოგრაფეს მონასტერი წმინდა მთის იერარქიაში მეცხრე ადგილზეა.


Комментариев нет:
Отправить комментарий