воскресенье, 16 июня 2019 г.


ათონი დღეს

   ათონის წმინდა მთაზე 20 მართლმადიდებლური მონასტერი და განდეგილთა უამრავი სენაკია მიმოფანტული. მრავალი სენაკი, მერცხლის ბუდეების მსგავსად, პირდაპირ კლდეებზეა მიშენებული. მონასტრების წარმომადგენელთა შეკრება (წმინდა კინოტის სხდომა) წელიწადში ერთხელ, კარაიასში (კარეაში) იმართება, რომელიც ათონის შუა გულში მდებარეობს. წმ. კინოტს ევალება ადმინისტრაციული მართვა.

მონასტერთა იერარქიული თანმიმდევრობა:
1. წმინდა ათანასეს დიდი ლავრა,
2. ვათოპედის მონასტერი,
3. ივერიონის მონასტრი,
4. ხილანდარის,     
5. წმ. დიონისეს, 
6.   კუტლუმუსის,   
7. პანტოკრატოროსის,
8.   წმ.ქსენოფორტის, 
9. ზოგრაფეს,
10.  დოხიარუს,       
11. კარაკალუს,
12.  ფილოთეუს,      
13. სიმონ-პეტრას,
14.  წმ. პავლეს,      
15. სტავრონიკიტუს,
16.  ქსეროპოტამუს,   
17. წმ. გრიგოლის,
18.  ესფიგმენუს,      
19. წმ. პანტელეიმონის,
20.  კონსტამონიტუს   მონასტრები.
               
    ათონის მთაზე არსებული სხვა მონასტრები შედიან ზემოთ ჩამოთვლილ მონასტერთა დაქვემდებარებაში. დღეს ათონზე სხვადასხვა ეროვნების ბერები მოღვაწეობენ, თუმცა მათი უმრავლესობა, ცხადია, ბერძენია.
         წმინდა ათონის მთა დედა ღვთისმშობლის წილხვედრია. ათასი წელია, რაც ათონის მთაზე ქალს ფეხი არ დაუდგამს. ათონელების ტიპიკონის თანახმად, ბერებს მდედრი ცხოველების ყოლაც კი ეკრძალებათ. ათონის მთის იღუმენად ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს თვლიან. წმინდა მთის ყოველ მონასტერში აუცილებლად აქვთ ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის სასწაულმოქმედი ხატი.
                ათონის მთაზეა შემორჩენილი უძველესი ქრისტიანული ასკეტური პრაქტიკა ისიქაიზმი (მდუმარების ღვაწლი). ამბობენ, რომ ათონზე ყოფნისას ადამიანები ფიზიკურად განიცდიან ზეცასთან სიახლოვეს.


ისიქაიზმი-მდუმარების ღვაწლი.



იდუმალება  და ყოველდღიურობა ათონის მთაზე
  საოცარი სისუფთავე და წესრიგი სუფევს წმინდა მთაზე, რომლსაც ერთნაირი გულმოდგინებით იცავენ მონასტერთა საძმოებიცა და განდეგილებიც.



  დროის ათვლა ათონზე უძვლესი წესით სრულდება. შუაღამედ მიჩნეულია დაისი და სწორედ მზის ჩასვლიდან იწყება დღე-ღამის ათვლა.

                         

ათონზე დაისით იწყება ახალი დღე-ღამის ათვლა  

 მხოლოდ ივერთა მონასტერში არსებობს დღე-ღამის ათვლის სხვაგვარი სისტემა. იქ შემდეგ დღეს მზის ამოსვლიდანაისიდან ეგებებიან.
   ათონის მთაზე მთლი დღე-ღამე დაყოფილია სამ 8 საათიან მონაკვთად: 
    I _ 8 საათში მიმდინარეობს ღვთისმსახურება.
    II _ 8 საათში _ შრომა.
    III _ 8 საათში _დასვენება.

  ღვთისმსახურების შესრულების წესი თითქმის უცვლელადაა შენარჩუნებული შუასაუკუნოვანი ბიზანტიის ქრისტიანული პერიოდიდან. ტაძრები მხოლოდ სანთლებითა და კანდელებით ნათდება. მსახურების დიდი ნაწილი სრულ სიბნელეში სრულდება. სხვადასხვა მონასტერში ღვთისმსახურება სხვადასხვა დროს იწყება.

ათონელი ბერები კვირაში სამჯერ ეზიარებიან.


  წმინდა მთაზე დღეს 1700 მონაზონია, თითოეულს თავისი საქმე ევალება: ზრუნავენ ტრაპეზზე, უვლიან მოხუცებს, იცავენ საგანძურს, აახლებენ ბიბლიოთეკას, ევალებათ საყოლებლისა და ეზო-კარმიდამოს მოვლა...




ზრუნავენ ახალი ხატების, ფრესკების, ლოცვების შექმნაზე. ამზადებენ მონასტრისთვის საჭირო ნივთებს.



  

კვება: ათონზე ბერები ძალიან ცოტას ჭამენ. მათი კვების ძირითადი რაციონია: ჭვავის პური, ღვინო, ხილი, ბოსტნეული, რომელსაც საკუთარი შრომით მოიპოვებენ.









3 комментария:

  1. ძალიან მომეწონა,დიდი მადლობა საინტერესო მასალისათვის!

    ОтветитьУдалить
  2. ერთი დიდი ორგანიზაციაა, სადაც ყველამ თავის საქმე იცის....
    საინტერესო ინფორმაციაა

    ОтветитьУдалить
  3. საინტერესო ინფორმაციაა

    ОтветитьУдалить

    მამა   მელქისედეკის  ვიზიტი     ათონის წმინდა მთაზე , მოსალოცად იყო მამა მელქისედეკი ( ხვედელიძე ), რომელმაც თავისი ხ...