დიდი ლავრა - იგი ათონის მთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს
და წმინდა მთის მონასტრების იერარქიის სათავეში დგას. მისი დამფუძნებელი, ათანასე ათონელი, ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი და სათაყვანო ბერია ათონის მთაზე, რომელმაც 963 წელს დაიწყო მონასტრის მშენებლობა.
პირველად აშენდა ღვთისმშობლის ხარების ტაძარი.
ტაძრის მთავარ შესასვლელთან მდებარეობს წმ. წყლის ფიალა, მოჩუქურთმებული სვეტებითა და ახალი დროის ფრესკებით დამშვენებული, მის გვერდით კი ამაყადაა ამაღლებული ათასწლეული კვიპაროსის ხე, რომელიც, გადმოცემის თანახმად, დარგო თვით წმინდა ათანასე დიდმა.
ლავრამ დროთა განმავლობაში მრავალჯერ იცვალა იერსახე. დღეისათვის ის წარმოადგენს მრავალსართულიანი შენობის კომპლექსს.
იგი შედგება 36 ტაძრისა და უამრავი კელია-სამლოცველოსაგან. რამდენიმე მათგანის მდებარეობა
არწივის ბუდეს მოგვაგონებს და ჰარმონიულად ერწყმის ბუნების მშვენიერებას.
ლავრის მონასტრის კედლები დამშვენებულია შესანიშნავი ფრესკებით, რომლებიც სხვადასხვა
დროსაა მოხატული.
ლავრის უდიდესი სიწმინდეა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, იგი წარმოადგენს ჭედურობის შესანიშნავ ნიმუშს და შემკულია ძვირფასი თვლებით. შედევრი თარიღდება X საუკუნით. მასთან ერთად მნახველის გაოცებას იწვევს XIII საუკუნეში შესრულებული წმინდა იოანე ოქროპირის მოზაიკური ხატი.
დიდი ლავრის კედელი შემკულია სიუჟეტური რელიეფით, რომელზეც უხვადაა გამოყენებული დეკორატიული კომპოზიციებიც.







საინტერესო მასალებია!
ОтветитьУдалить